შრომის სამართალი

შრომით სამართალთან დაკავშირებულია, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის უფლებები და კანონიერი ინტერესები. დამსაქმებლისათვის ,,FSG”-ის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის სერვისი გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების შედგენას, კომპანიის შინაგანაწესის ფორმირებას, სამუშაოს აღწერილობების განსაზღვრას, დასაქმებულის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა სახის დოკუმენტების (სრული მატერიალური პასუხისმგებლობის, ვალდებულების უზრუნველყოფის და სხვა) გაფორმებას, დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დამსაქმებლის შესაბამისი ბრძანებების წარმოებას, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დოკუმენტების წარმოებას, შრომით დავებში (განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა) წარმომადგენლობას და აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე პროცესების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

 

  • შრომითი ხელშეკრულების შედგენა
  • კომპანიის შინაგანაწესის ფორმირება
  • დასაქმებულის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარესამუშაოს აღწერილობების განსაზღვრა
  • სხვა სახის დოკუმენტების (სრული მატერიალური პასუხისმგებლობის, ვალდებულების უზრუნველყოფის და სხვა) გაფორმება
  • დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დამსაქმებლის შესაბამისი ბრძანებების წარმოება
  • შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დოკუმენტების წარმოება

 

ჩვენ ასევე მზად ვართ დავიცვათ იმ პირთა სამართლიანი მოთხოვნები, რომელთა მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებლის მიერ ადგილი ჰქონდა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და ასეთ შემთხვევაში უზრუნველვყოთ სამართალურთიერთობათა მხარდაჭერა სამსახურში აღდგენის, კომპენსაციის, განაცდურის ანაზღაურების ან მხარისათვის სასურველი სხვა სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

ბინადრობის ნებართვა

  • ბინადრობის ნებართვა არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება მოქალაქეს ჩაებას სამართლებრივ ურთიერთობაში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო , სამედიცინო და სხვა მომსახურებით .
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ბინადრობის ნებართვისთვის განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გათვალისწინებით ნებართვა გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით.

 

FSG გაგიწევთ სრულ იურიდიულ მომსახურებას , დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტის მოპოვება/შედგენაში და ყველა საჭირო პროცედურის გავლაში, საქართველოში, ნებისმიერი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED