fbpx

ფინანსური აუდიტი

განვითარებაზე (ხარისხზე) ორიენტირებული კომპანია მოტივირებულია სწორედ შეაფასოს და წარადგინოს თავისი ფინანსური მდგომარეობა, გამოავლინოს შესაძლო სუსტი მხარეები და ზრდის (გაუმჯობესების) პერსპექტივები. აღნიშნულის მისაღწევად საქართველოში ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (ბასს) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) IFRS მიხედვით. ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გამოიყენება შესაბამისი სტანდარტები (IFRS for SME). ამ სტანდარტების დაცვით, ტარდება ფინანსური აუდიტი და კომპანიის ხელმძღვანელობა წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

 

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი);
  • მოგებისა და ზარალის ანგარიშგება;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება;
  • კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება;
  • ახსნა-განამრტებითი შენიშვნები;

 

 

აუდიტის საერთაშორისო საბჭო (IAASB) აქვეყნებს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ასს), რომელიც წარმოადგენს ფინანსური აუდიტი ს წარმართვის სახელმძღვანელოს აუდიტორებისათვის.

ასს-ების მიხედვით, ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში დამოუკიდებელი აუდიტორის პასუხისმგებლობაა, გამოთქვას მოსაზრება, იმის თაობაზე თუ რამდენად სამართლიანად არის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება და შეიცავს თუ არა ის თაღლითობის ან შეცდომის შედეგად წარმოშობილ არსებით უზუსტობებს.

 

 

ფინანსური აუდიტის შედეგად თქვენ მიიღებთ:

 

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და დამოუკიდებელი აუდიტორის მოსაზრებას;
  • ინფორმაციას გამოვლენილი შიდა კონტროლის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების შესახებ;
  • ინფორმაციას კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში გამოვლენილ მნიშვნელოვან, სუსტ მხარეებზე;
  • ინფორმაციას ეფექტიანობის, მომგებიანობის შესაძლო ზრდის პერსპექტივებზე;
  • დამოუკიდებელ, ობიექტურ შეფასებას თქვენი ბიზნესის მომგებიანობის შესახებ;

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED