უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები/სამშენებლლო სამართალი

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები (ყიდვა, გაყიდვა, ქირავნობა, იჯარა, იპოთეკით დატვირთვა და ა.შ.) ხასიათდება მომეტებული მნიშვნელობით და საჭიროებს მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილ გადამოწმებას. ,,FSG “ დაგეხმარებათ აღნიშნული ურთიერთობების სამართლებრივ მხარდაჭერაში, რათა არ აღმოჩნდეთ თაღლითური მოქმედებების მსხვერპლი და სამომავლოდაც თავიდან აირიდოთ უძრავი ქონების სარგებლობასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული სირთულეები. ამ მიმართულებით ,,FSG “ გაგიწევთ სრულყოფილ მომსახურებას, რაც გულისხმობს პოტენციური შესასყიდი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლას, გარიგების შესაბამისი ხელშეკრულების მომზადებას, შესაბამის მარეგისტირებელ ორგანოში მის რეგისტრაციასა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას.

 

უძრავი ქონება და სანივთო სამართალი

  • უძრავი ქონების (მიწა, კომერციული ფართი , ბინა და სხვ) შეძენა, რეგისტრაცია, მართვა, გასხვისება და დროებით სარგებლობაში გადაცემა;
  • იპოთეკა, ყადაღა და ვალდებულების შესრულების სხვა საშუალებები;
  • აღნაგობა;
  • უზუფრუქტი;
  • სერვიტუტი;
  • გირავნობა.

 

სამშენებლო სამართალი

  • მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების მომზადება (ვალდებულების რეგისტრაცია )
  • ამხანაგობის შექმნა;
  • დემონტაჟის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მშენებლობის განმავლობაში საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი მშენებარე ფართების გასხვისებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება; ფართების ინდივიდუალურად განშლის რეგისტრაცია;
  • სხვა ხელშეკრულებები.

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED