fbpx

საკონსულტაციო მომსახურება

ოპტიმალური ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია გამოცდილი, კვალიფიციური სპეციალისტების დასაბუთებული რჩევა, რაც საშუალებას მოგცემთ სწორი მიმართულებით განავითაროთ თქვენი საქმიანობა.

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კომპანიის  მმართველობითი და ფინანსური საკითხების შესწავლას და შემდგომ რჩევებს.

 

რჩევები (კონსულატაცია) კომპანიის მართვაზე

  • დამწყები კომპანიის  მომზადება  მართვისათვის.
  • კომპანიის ახალი (საქმიანობის მიმართულების) სფეროს დაწყებისთვის მომზადება და მართვა.
  • კომპანიის სრული მართვა, ასევე მართვაში ნაწილობრივი  ან დროებითი ჩართვა.
  • რჩევები გადაწყვეტილების მიღებისას ოპტიმალური   შედეგის მისაღწევად.
  • შიდა კონტროლის სისტემების შემუშავება.
  • არსებულ შიდა კონტროლის სისტემებზე დაკვირვება და ხარვეზების აღმოფხვრა.
  • კომპანიის სტრუქტურის ჩამოყალიბება. სტრუქტურის მიხედვით ფუნქციების და უფლება-მოვალეობების განაწილება. შიდა რგოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ოპტიმიზაცია. კომუნიკაციის გზების სრულყოფა, შიდა მიმოქცევის  პირველადი  საბუთების შექმნა და ფორმირება.
  • შიდა პროცედურების გამართვა. არსებული შიდა პროცედურების განხილვა. შიდა პროცედურებზე ხარვეზების გამოვლენასთან დაკავშირებული დაკვირვებების წარმოება და აღმოფხვრა.

 

რჩევები  (კონსალტინგი)  ფინანსურ საკითხებზე

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება.
  • პროექტის ფინანსური ეფექტის შეფასება.
  • კომპანიის ფინანსური  მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი.
  • კომპანიის ბიუჯეტის შედგენა,  პროექტის ბიუჯეტის შედგენა.
  • დადგენილ ბიუჯეტზე  ზედამხედველობა, დაკვირვება, გადახრების შეფასების მიზეზების გამოკვლევა. ბიუჯეტის პერიოდული განახლება.

 

რჩევები (კონსულტაცია) ინვესტიციაზე  და კრედიტის მოპოვებაზე

 

რჩევები ინვესტიციებზე

  • კომპანიის მდგომარეობის შესახებ ინვესტორებისვის ინფორმაციის მომზადება  (ინვესტორის ინფორმირება კომპანიის მდგომარეობაზე).
  • განსახორციელებელი ინვესტიციების შეფასება.
  • კომპანიაში განსათავსებელი ინვესტიციების მაქსიმალური და მინიმალური  ზღვარის დადგენა.
  • ინვესტიციის ეფექტის პროგნოზირება,  უკუგების დადგენა.

 

რჩევები (კონსულტაცია) კრედიტის და სესხის მოპოვებაზე

  • კრედიტის (ან სესხის) საჭიროების და აუცილებლობის დადგენა
  • კრედიტის (ან სესხის)  რაოდენობრივი  ზღვარის დადგენა
  • კრედიტის ფინანსური ეფექტის დადგენა
  • კრედიტის გრაფიკის და გადახდისუნარიანობის  შეფასება
  • საკრედიტო ან სასესხო პირობების შეფასება, ოპტიმალური ვარიანტის  შერჩევა
  • კომპანიის ფინანსური უწყისების და აუცილებებლი ინფორმაციის მომზადება კრედიტის მოპოვებისთვის
  • საკრედიტო რესურსების განახლება.
  • რჩევები და უშუალო მონაწილეობა საკრედიტო ინტიტუტებთან შეთანხმებისას

 

კრედიტი თუ ინვესტიცია?

  • ინვესტიციასა და კრედიტის მიღებასთან დაკავშირებული უპირატესობის დადგენა.
  • კომპანიის განვითარებისთვის ინვეტიციის და კრედიტის სინთეზური თანაფარდობის დადგენა.

 

რჩევები – კომპანიის შეძენა და რეალიზაცია

  • კომპანიის შეფასება მყიდველისა და გამყიდველისთვის.
  • კომპანიის გასაყიდად მომზადება.
  • კომპანიის შეფასება ბიზნესის და მის საკუთრებაში არსებული ქონების მიხედვით. კომპანიის საბაზრო და სალიკვიდაციო ფასის დადგენა. შესაძლებლობების ზღვარის დადგენა, აგრეთვე კომპანიის ღირებულების დადგენა, შედარების მეთოდით ამავე ან მსგავსი  სფეროს კომპანიებთან. შეფასება როგორც მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით, ასევე მომავალი განვითარების მიხედვით.
  • საქმიანობის მიმართულებების და სფეროების უპირატესობების დადგენა.
  • კომპანიის საქმიანობის, განვითარების გეგმის დასახვა.
  • განვითარების გეგმის ცვლილებებზე მუდმივი კონტროლი.
  • კომპანიის შემოსავლების და ხარჯების ბიუჯეტის შედგენა.
  • ფულადი სახსრების შემოდინებების და გადინებების გრაფიკის შექმნა.
  • დაგეგმილსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის გადახრების შეფასება და მიზეზების გამოკვლევა.
  • შესყიდვების და გაყიდვების საპროგნოზო ცხრილების შექმნა.

 

მმართველობითი აღრიცხვა:

  • მიზნობრივი გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაციის მომზადება.
  • დანახარჯების ანალიზი: მუდმივი და ცვალებადი დანახარჯების ანალიზი.
  • შემოსავლების ცენტრების (ობიექტების)  მიხედვით მოგების წილის დადგენა.
  • წაუგებლობის წერტილის დადგენა საწარმოს ან პროდუქციის მიხედვით.
  • ზედნადები დანახარჯების გადანაწილების ოპტიმიზაცია.
  • დანახარჯთა სრული კალკულაცია.
  • მარაგების დაგეგმვა
  • წარმოების დაგეგმვა
  • წარმოების, მათ შორის დაუმთავრებელი წარმოების, საფეხურების განსაზღვრა – წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია.
  • გამოუყენებელი სიმძლავრის გამოვლენის მიზნით შემოსავლების და ხარჯების ანალიზი.
  • ნედლეულზე ფასის გადახრის კვლევა.
  • პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციის მეთოდის განსაზღვრა.
  • ფასწარმოქმნის ოპტიმიზაცია;
  • დანაკარგების და ზენორმატიული დანაკარგების კვლევა.
  • პროდუქციის მიწოდების ოპტიმალური გზების შერჩევა და მიმდევრობის დადგენა.

 

სასაწყობო მეურნეობის გამართვა:

  • სასაქონლო მეურნეობაში ფუნქციების და უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
  • მარაგების შიდა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
  • მარაგების მოძრაობის დაგეგმვა. შეკვეთის მოცულობის დაგეგმვა. მარაგების შეძენასთან დაკავშირებული განაცხადის დაგეგმვა.
  • მარაგების  შეძენის და შენახვის დანახარჯების ოპტიმიზაცია.
  • მარაგების სააღრიცხვო წიგნის შექმნა.

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა

  • მენეჯერული, შემახსენებელი და საბუღალტრო პროგრამების დანერგვა, მათი გაერთიანება.
  • პროგრამის შესაძლებლობების ანალიზი, ხარვეზების აღმოფხვრისა და მისი გაუმჯობესებისათვის კონკრეტული მოთხოვნების ჩამოყალიბება. პროგრამის და პროგრამების გაერთიანებისთვის ამოცანების ჩამოყალიბება.

 

კომპანიას აქვს გამოცდილება მრავალი დარგის კომპანიის მართვაში. საჭიროების შემთხვევაში, დარგების თავისებურებიდან გამომდინარე, ვახდენთ სპეციალისტების ჩართვას.

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED