საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალი

იმ შემთხვევაში ,როდესაც სამოქალაქო ურთიერთობებში, მასში მონაწილე სუბიექტებს შორის მეტნაკლებად დაცულია ძალთა ბალანსი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს ვითარება მკვეთრად განსხვავებულია, რადგანაც მეორე მხარედ ყოველთვის გვევლინება ძლიერი, ბიუროკრატიული, კანონით უფლებამინიჭებული ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კომპეტენტურია მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთან დაკავშირებულ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობა, იურიდიულ მხარესთან ერთად დიდწილად ასევე გულისხობს პროცესის ფინანსურ ნაწილსაც, რის გამოც ხშირ შემთხვევებში, ურთიერთობის სრულყოფილი მენეჯმენტი მოიცავს, როგორც იურისტების ,ასევე ფინანსისტების პროფესიულ ჩართულობას. ,,FSG” -ის უპირატესობაც მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ნებისმიერი საკითხის დარეგულირების პროცესში იურისტთან ერთად მონაწილეობას იღებს საგადასახადო კონსულტანტი და საკითხის დარეგულირებისას გათვალისწინებულია საგადასახადო-სამართლებრივი რისკებიც.

 

,,FSG”-ის საგადასახადო-სამართლებრივი მომსახურება გულისხმობს:

 

  • აღნიშნულ სფეროში ზოგადი იურიდიული და ფინანსური კონსულტაციების გაცემას;
  • საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში ან/და სასამართლოში;
  • კლიენტების წარმომადგელობას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას;
  • ზედმეტად დარიცხული ან /და გადახდილი თანხების დაბრუნების უზრუნველყოფას , ვადაგადაცილებულ და სასესხო დავალიანების რესტრუტქურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას;
  • საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას;
  • საგადასახადო მოთხოვნებთან (გადასახადის ან/და საურავის დარიცხვა, ჯარიმის დაკისრება), დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობა და გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • სხვა ტიპის მომსახურებებს.

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED