თემატური საგადასახადო აუდიტი

რა არის თემატური საგადასახადო აუდიტი?

კომპანიისათვის ზოგჯერ შესაძლოა უფრო მისაღები იყოს კონკრეტული მნიშვნელოვანი თემის საგადასახადო აუდიტის ჩატარება, რესურსების დაზოგვის მიზნით. თემატური საგადასახადო აუდიტი თ ჩვენ შევამოწმებთ კონკრეტულ ოპერაციასთან დაკავშირებული გადასახადების ადმინისტრირების სისწორეს და კანონმდებლობასთან შესაბამისობას, განვიხილავთ ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლო საგადასახადო რისკებს.

 

 

კომპანიის ან წილის ყიდვა / გაყიდვა

კომპანიის შესყიდვისას მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რათა განისაზღვროს მისი ოპტიმალური ღირებულება. ამ შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ, როგორც ფინანსურ აუდიტს ასევევ იურიდიული საკითხების განხილვას (პირობითი აქტივების და ვალდებულებების ჩათვლით). შესაბამისად თქვენ მოგემსახურებიან როგორც სერტიფიცირებული აუდიტორები, ასევე გამოცდილი იურისტები.

 

 

რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

 

საგადასახადო და სააღრიცხვო მიზნებისათვის მნიშვნელოვანია შერწყმის, გაყოფის, რეორგანიზაციის, მოსალოდნელი შედეგების დადგენა და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული სიძნელების გადალახვა.

კომპანიის ლიკვიდაციასთან, შერწყმასთან, გაყოფასთან და რეორგანიზაციის სხვა ფორმებთან დაკავშირებულ სააღრიცხვო და საგადასახადო ვალდებულებებისა და აქტივების შეფასება. ბიზნესის შეფასების მიზნით იურიდიული საკითხების შესწავლა.სს

 

 

 

ინვენტარიზაცია

 

მრავალი კოპანიისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (მარაგები) ან/და ძირითადი საშუალებები საოპერაციო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. კომპანიის ხელმძვანელობისათვის გადამწყვეტია სრული, დროული და ზუსტი ინფორმაციის ქონა ამ საკითხთან დაკავშირებით საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვის მიზნით. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ გთავაზობთ ინვენტარიზაციას:

 

 

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგები) ან/და ძირითადი საშუალებების რეალური რაოდენობის დათვლას;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგები) ან/და ძირითადი საშუალებების ადგილზე დათვალიერებასა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების შედარების აღრიცხულ ინფორმაციასთან და სხვაობების გამოვლენას;

 

 

ფინანსური აუდიტი საშუალებას გაძლევთ სამართლიანად და ობიექტურად წარადგინოთ კომპანიის მდგომარეობა დამფუძნებლების, ინვესტორებისა და კრედიტორების წინაშე და მიიღოთ მეტი ნდობა მათი მხრიდან.

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED