ბიზნესის შეფასება

FSG შეფასების სამსახურის თანამშრომლები მზად არიან დაადგინონ კომპანიის საქმიანობის (ბიზნესის) ღირებულება, აგრეთვე  შეაფასონ მთლიანად კომპანია. ხშირ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული ცნებები ერთმანეთში ერევათ. თუ კომპანიის ყიდვას აპირებთ, სასურველია კომპანიის ფასის დადგენა. თუ უმნიშვნელო წილს მოკლე დროში გადასაყიდად შეიძენენ,  საკმარისად თვლიან მხოლოდ  ბიზნესის შეფასებას. ასეთი მიდგომას იმ შემთხვევაშიც იყენებენ, როდესაც კომპანიის საკუთრებაში არსებული გრძელვადიანი აქტივები უმნიშვნელო ღირებულებისაა.  კომპანიის ფასის დადგენისას აქტივების შეფასებული ღირებულება  დარდება ბიზნესის ღირებულებას. შეფასებისას შეიძლება აღმოჩდეს, რომ აქტივების ღირებულება  მნიშვნელოვანია, ხოლო ბიზნესის – უარყოფითი. თუ აქტივები ლიკვიდურია და გადააჭარბებს ბიზნესის უარყოფით ფასს, კომპანიას შესაძლოა დადებითი ღირებულება გააჩნდეს.

 

ჩვენ მზად ვართ დაინტერესებულ პირს დავეხმაროთ იმის გარკვევაშიც, თუ რატომ  ესაჭიროება ბიზნესის თუ მთლიანად კომპანიის შეფასება. აღვნიშნავთ, რომ იშვიათია რომელიმე კომპანიის 100% ან 51% (საკოონტროლო პაკეტის) წილის შესყიდვა განახორციელოს სხვა გარე პირმა (პირმა, რომელსაც კომპანიასთან კავშირი არ აქვს). ხშირად კომპანიის წილს მეწილეები (პარტნიორები) ყიდულობენ. ძნელია უცხო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის შეძენა, რადგან ჯერჯერობით ჩვენთან არ არსებობს ხელშეკრულებების და სხვა წერილობითი დოკუმენტაციის რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირობითი ვალდებულებები, რომელიც შეძენის დროს კომპანიის ბალანსზე არ იქნება  აღრიცხული, ხელშეკრულების პირობის დადგომის შემდეგ ვალდებულებას წარმოშობს, რაც საშიშროებას წარმოშობს მკვეთრად შეამციროს კომპანიის ფასი. ასეთია დღევანდელი რეალობა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პირს არა მარტო შეფასება, არამედ კონსულტაცია გავუწიოთ კომპანიის ან წილის შეძენისას. დავეხმაროთ მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებაში. აღნიშნული თემების განხილვაში ვთავაზობთ სხვადასხვა თანამშრომლის ჩარევას, როგორებიც არიან იურისტი, აუდიტორი და დაბეგვრის სპეციალისტი. სასურველი იქნება, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინების შემდგომ, შეფასდეს კომპანია თუ ბიზნესი.

 

FSG მზადაა კომპლექსური მომსახურება გაუწიოს მომხმარებლებს სხადასხვა სპეცილისტის დახმარებით. მზად ვართ გავითვალისწინოთ არა მარტო მიმდინარე  სურვილები, არამედ დაგეხმაროთ მიზნობრივი ამოცანის შექმნაში, მოქმედების მიმდევრობის დადგენასა და შედეგის მიღწევაში.

 

FSG-ის აქვს გამოცდილება არამარტო კომპანიის შეფასებაში (ფასის დადგენაში), არამედ გასაყიდად მომზადებაშიც. ჩვენი მრავალმხრივი საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს საკანონმდებლო, საგადასახადო (დაბეგვრის), სააღრიცხვო და მენეჯმენტის შიდა პროცედურების მოწესრიგებას; საკრედიტო საინვესტიციო რესურსების საჭიროების განსაზღვრას და  მოზიდვას.

 

FSG კომპანიის წილის ან კომპანიის რეალიზაციისას გამყიდველს სთავაზობს შემფასებლის მიერ გამოყენებული მეთოდების და მიდგომების განხილვას. კომპანიის წილის ან კომპანიის შეძენისას, შეფასების მეთოდის განხილვას და რისკების არსებობას შეძენის შემთხვევაში. FSG-ის დიდი ხნის გამოცდილება აქვს კომპანიის წილის ღირებულების დადგენაში.  წილის ფასის დადგენას ხელძღვანელობენ თანამშრომლები, რომელთაც FSG-ში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება აქვთ. FSG-ის შეფასებული აქვს საწარმოები, რომელიც სიდიდით საქართველოს ასეულში შედიან. იმ შემთხვევში თუ კომპანია წილის ღირებულების გამოქვეყნებამდე საშემფასებლო მომსახურებას მიიღებს, FSG დაიცავს კონფიდენციალობას და მხოლოდ დამკვეთის ნებით გააცნობს მესამე პირებს ღირებულების შესახებ ინფორმაციას.

 

შეფასების მომსახურებისთვის კომპანიებს არა მარტო წილის გაყიდვის და შესყივის დროს მოუმართავთ ჩვენთვის, არამედ წილის გირავნობით დატვირთვის მიზნითაც.   FSG-ის აქვს გამოცდილება საკრედიტო მიზნებისთვის შეაფასოს ბიზნესის, კომპანიის და სხვადასხვა აქტივების ღირებულება.

 

FSG-ის თანამშრომლები მზად არიან კონსულტაცია გაუწიონ პირებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის  რა შემთხვევაში, რა სახის შეფასება სჭირდება; რა ეტაპები უნდა გაიაროს შეფასებამდე; რა სახის ინფორმაცია უნდა შექმნან და როგორ.

 

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED