fbpx

ბანკების სააქციო კაპიტალი 12.9 მილიონი ლარით გაიზარდა

აგორა ფინანსები – საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამ წლის აპრილის ბოლოსთვის საქართველოს საფინანსო სისტემა შედგებოდა 20 ბანკისგან, 15 არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისგან, 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, 1 საფონდო ბირჟისგან, 14 სადაზღვევო კომპანიისგან, 5 საპენსიო ფონდისგან და ვალუტის გადამცვლელი 1104 პუნქტისგან.

აპრილში ამ ინსტიტუტების რაოდენობა არ შეცვლილა, სავალუტო პუნქტების გამოკლებით, რომელთა რაოდენობა 10-ით შემცირდა.

რაც შეეხება ბანკებს, აპრილში იქ სააქციო კაპიტალი 12.9 მლნ ლარით, 3.638 მლრდ ლარამდე გაიზარდა; 1-ით, 122-მდე გაიზარდა ფილიალების ჯამური რაოდენობა და დამატებით კიდევ 17 სერვის-ცენტრი გაიხსნა და მათმა ჯამურმა რაოდენობამ 826-ს მიაღწია.

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED