ვინ ვართ ჩვენ

“ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი” (FSG) აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც  ბიზნეს აღრიცხვიანობისა და აუდიტორულ კომპანიათა ბაზარზე 2004 წლიდან არსებობს .  ის მაღალხარისხიანი, სრულყოფილი, პროფესიონალური და კვალიფიციური მომსახურების ხარჯზე  ლიდერ კომპანიათა შორის ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს.  FSG   აუდიტორულ, ბუღალტრულ, საკონსულტაციო და იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ, გარდა ამისა, კლიენტებს სახელმწიფო ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობასა და საგადასახადო დავების განხილვაში ეხმარება.

კომპანიის დამფუძნებელი და პარტნიორი დავით ლომსაძეა,  რომელიც წლების მანძილზე  კერძო აუდიტორად და ფინანსურ კონსულტანტად მუშაობდა,  აგრეთვე იყო „Sibley international“ – ის   და  ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის „ბაფ“ – ის მთავარი ექსპერტი. დავით ლომსაძემ დიდი წვლილი შეიტანა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების  დანერგვაში.

FSG-ის მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი ბიზნესის ფინანსური სტაბილურობისა და საკანონმდებლო რისკების დაზღვევის გარანტია!

 

 

Sandy Web Development