სახელშეკრულებო სამართალი

ნებისმიერი წერილობითი ხელშეკრულება არის ისეთივე კანონი, როგორც სახელმწიფოში მოქმედი სხვა კანონები, იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ იგი მოქმედებს მხოლოდ მისი ხელმომწერი პირებისათვის. ამის გათვალისწინებით, ძალზედ მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული ან ნაგულისხმევი პირობები სათანადოდ იქნას ასახული წერილობით დოკუმენტში, რადგანაც ამ ურთიერთობიდან უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში,  დავის გადაწყვეტა უმეტესწილად დარეგულირებულ  იქნება სწორედ მხარეთა მიერ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საკონსულტაციო კომპანია ,,FSG” გთავაზობთ, კანონით აუკრძალავი თქვენი ნებისმიერი საქმიანობის მომწესრიგებელი და კონკრეტულ საქმიანობაზე ადაპტირებული წერილობიოთი დოკუმენტის (ხელშეკრულება, შეთანხმება, აქტი ან სხვა დოკუმენტი) შექმნას, რომელიც იქნება გარანტი თქვენი სამომავლო ურთიერთობის სტაბილურობისა.

 

  • ხელშეკრულების მომზადება;
  • ხელშეკრულების გაფორმება;
  • ხელშეკრულების შეწყვეტა;
  • ხელშეკრულებიდან გასვლა;
  • არსებული ხელშეკრულების ანალიზი ;
  • ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება;
  • ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებები (პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია);
  • მრავალმხრივი ხელშეკრულებები;
  • ნასყიდობა;
  • ქირავნობა;
  • იჯარა;
  • ლიზინგი;
  • ფრენშაიზინგი;
  • სესხი;
  • დავალება;
  • გადაზიდვა და გადაყვანა;
  • საკუთრების მინდობა;

Sandy Web Development