საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი წარმოადგენს: კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო ვალდებულებების აღიარებისა და ბიუჯეტთან ანაგარიშსწორების, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. ამ მიზნით ჩვენ ვამოწმებთ შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის დროულობასა და სისწორეს. ესენია:

 

  • გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია (საშემოსავლო);
  • განაცემთა ინფორმაცია;
  • დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დეკლარაცია;
  • უკუდაბეგვრის დღგ-ს დეკლარაცია;
  • აქციზის გადასახადის დეკლარაცია;
  • ქონების გადასახადის დეკლარაცია;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;

 

 

 

 

საგადასახადო აუდიტის შედეგად თქვენ მიიღებთ:

 

  • კონკრეტულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გამოვლენილ ხარვეზებზე და საგადასახადო რისკებზე (კონკრეტული ბუღალტრული ჩანაწერის დონეზე);
  • მათი გამოსწორების გზებს;
  • რეკომენდაციებს საგადასახადო რისკების აღმოფხვრის ან მინიმუმამდე შემცირების გზებზე;

 

 

გარდა ამისა, აუდიტის ფარგლებში განიხილება:

 

  • ყველა პირველადი დოკუმენტი და მათი შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან;
  • პირველადი დოკუმენტების, საბუღალტრო ჩანაწერების და დეკლარაციების შესაბამისობა;
  • საგადასახადო რისკები.

 

 

მარწმუნებელი მომსახურება

 

კომპანიის ხელმძღვანელობისათვის შესაძლოა უფრო ოპტიმალური და ეფექტური იყოს სპეციფიკური საკითხის აუდიტის ჩატარება. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს:

 

 

  • ერთ ფინანსურ ანგარიშგებას;
  • ფინანსური ანგარიშგების კონკრეტულ ელემენტს;
  • ფინანსური ანგარიშგების კონკრეტულ ანგარიშს ;
  • ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული მუხლს;

 

მარწმუნებელი მომსახურების შედეგია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პროფესიონალი აუდიტორის მოსაზრება.

Sandy Web Development