წარმატებული სტარტი – FSG Training Center !

735024_139506802875502_1679014892_n„Financial Solutions Group „- ის ტრეინინგ ცენტრი იანვრის თვიდან აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდა.
კურსს, რომელიც საგადასახადო კოდექსსა და მასში შესულ ცვლილებებს მოიცავს, საქართველოში წამყვანი, FSG – ს მთავარი ექსპერტი კონსტანტინე გორბატკოვი უძღვება. ტრეინინგები ცენტრში 25 იანვარს დაიწყო და 4 მარტამდე გაგრძელდება.
დღეიდან FSG – Training Center ახალ აპლიკანტებს ელის, რადგან საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსის, მომდევნო ჯგუფის ტრეინინგები 15 მარტს დაიწყება.

შეგახსებენთ, რომ „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ დაარსების დღიდან ზრუნავს საკუთარი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, საკანონმდებლო ცვლილებების, შესაბამისი ინფორმაციის კომპანიაში ადაპტირებაზე. სწორედ, ამ მიზნით შექმნილი ცენტრი 2012 წლიდან ჩვენი კომპანიის ექსპერტების გარდა, ყველა დაინტერესებულ აპლიკანტს უმასპინძლებს.
აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აიმაღლოთ კვალიფიკაცია, შეიძინოთ ცოდნა და მიიღოთ გამოცდილება FSG – ში წლების მანძილზე მომუშავე ექსპერტებისგან. მიყევით FSG – Training Center -ში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებს და ტრეინინგებს, მიიღეთ მეტი გამოცდილება, მიღებული ცოდნა კი დანერგეთ პრაქტიკულ სამუშაოში!

Sandy Web Development